30 აპრილი 2024,   13:14
ვრცლად
"ქართულ ოცნებას" აღარ აქვს იმის მანდატი ნდობის რომ შეარჩიოს მთავარი პროკურორი - ოთარ კახიძე

ევროპული საქართველო მოუწოდებს მთავრობას შეასრულოს პირობა და მთავარი პროკურორის კანდიდატურა შეირჩეს საზოგადოების ჩართულობით. ოთარ კახიძემ "ქართული ოცნების" ფრაქციის თავმჯდომარის განცხადება გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ "ქართულ ოცნებას" აღარ აქვს ნდობის მანდატი, რომ შეარჩიოს მთავარი პროკურორი.

"სამწუხაროდ ჩვენ "ქართული ოცნების" ლიდერებისგან, კერძოდ ფრაქციის თავმჯდომარისგან, მოვისმინეთ პრემიერის საწინააღმდეგო განცხადება, რომ მთავარი პროკურორის ფიგურა შეირჩევა "ქართული ოცნების" მეირ მათი გუნდის მეშვეობით. ამგვარი მიდგომა ევროპული საქართველოსთვის და საზოგადოებისთვის არის მიუღებელი. "ქართულ ოცნებას" აღარ აქვს იმის მანდატი ნდობის რომ შეარჩიოს მთავარი პროკურორი და მით უმეტეს საკუთარი გუნდის შიგნით, ამიტომ ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ხელისუფლებას შეასრულოს მოცემული პირობა - მოუსმინოს საპარლამენტო ოპოზიციას, მოუსმინოს არასამთავრობო ორგანიზაციებს. ჩვენ კიდევ ერთხელ შევთავაზებთ მათ საკუთარ კანდიდატურას - შალვა შავგულიძეს, რომლის პროფესიონალიზმიც და მიუკერძოებლობა არავითარ ეჭვს არ იწვევს,"-აცხადებს ოთარ კახიძე. 

დღის ამბები