26 აპრილი 2024,   10:35
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობა" ყველა იმ პირის დასჯას ითხოვს, ვინც დედაქალაქში რამდენიმედღიანი სატრანსპორტო კოლაფსის თავიდან აცილება ვერ შეძლო

"ნაციონალური მოძრაობა" ყველა იმ პირის დასჯას ითხოვს, ვინც დედაქალაქში რამდენიმედღიანი სატრანსპორტო კოლაფსის თავიდან აცილება ვერ შეძლო. მათ შორის სახელდება სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელი. ლევან ხაბეიშვილი თბილისისთვის მიყენებულ ასობით ათასი ლარის ზარალზე საუბრობს და მერიისგან შესაბამის რეაგირებას ელის.

"ასიათასობით ადამიანს უწევდა წვალებით გადაადგილება, ასიათასობით ლარი იზარალა ბიუჯეტმა. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია მოიძებნოს პასუხისმგებელი პირი, ვინ მიიყვანა დედაქალაქი სატრანსპორტო კოლაფსამდე. დედაქალაქის მერს და საკრებულოს უმრავლესობას მოვუწოდებთ, უსწრაფესად მოხდეს ამ საქმის გამოძიება და დაისაჯონ დამნაშავეები,"-აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.

დღის ამბები