26 აპრილი 2024,   09:33
ვრცლად
პარლამენტთან 10 ივნისს დაგეგმილი აქცია - კუპრავამ ზუგდიდელებს სარალიძის და მაჩალიკაშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდა

„სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის“ დამფუძნებელი სამეგრელოს მოსახლეობას შეხვდა. ზვიად კუპრავამ ზუგდიდის მაცხოვრებლებს ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

კუპრავამ ზუგდიდელებს კვირას, 10 ივნისს, თბილისში დაგეგმილი მშვიდობიანი აქციის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

„აბსოლუტური უმრავლესობა კი არა, 100% ამ ადამიანების სრულიად გვიჭერს მხარს, სრულიად იზიარებს იმ მოთხოვნებს, რაც ჩვენ დავაყენეთ. ყველა ამბობს, რომ სისტემა უნდა დაინგრეს. ჩვენ ვაპირებთ ყველა ქალაქში ჩავიდეთ და ყველა ადამიანს ვკითხოთ იზიარებენ თუ არა ჩვენს პოზიციებს“-აცხადებს კუპრავა.

დღის ამბები