26 აპრილი 2024,   11:06
ვრცლად
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება - ანა დოლიძე მოსამართლეთა შერჩევის პროცესში მონაწილეობას ვერ მიიღებს

ანა დოლიძე მოსამართლეთა შერჩევის პროცესში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს. დოლიძის საჩივარი, რომელიც იუსტიციის საბჭოს მიერ, მისი აცილების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმებას ეხებოდა საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

სადავო, ანა დოლიძის საჯარო კრიტიკული განცხადება გახდა, რომელიც მან თებერვალში, მოსამართლეებთან გასაუბრების წინ გააკეთა და განაცხადა, რომ სისტემა ადეიშვილის ნარჩენებისგან უნდა გათავისუფლდეს.

დოლიძის ეს განცხადება, კანდიდატებმა შეურაცხყოფად მიიღეს და მისი აცილების საკითხი თავადვე დააყენეს, რაც საბჭომ დააკმაყოფილა.

ანა დოლიძე ამბობს, რომ სასამართლომ დღევანდელი გადაწყვეტილებით იუსტიციის საბჭოში ცენზურა დააკანონა. ის პირველი ინსტანციის განაჩენის გასაჩივრებას აპირებს. 

დღის ამბები