26 აპრილი 2024,   10:08
ვრცლად
მარნეულის მერს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს

მარნეულის მერს, თემურ აბაზოვს ცოტა ხნის წინ ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. გამომძიებლებმა მის ადვოკატებს სისხლის სამართლის მასალებიც გადასცეს. უახლოეს პერიოდში კი სასამართლო პროცესიც უნდა გაიმართოს, სადაც ბრალდებულისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ.

ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციის წინასწარ იზოლატორში თემურ აბაზოვი მისმა ადვოკატმა მოინახულა, რომელმაც განაცხადა, რომ მერი თავს მხნედ გრძნობს. კითხვაზე - აღიარებს თუ არა აბაზოვი ბრალს, ადვოკატმა, მალხაზ ასათიანმა განაცხადა. რომ მარნეულის მერი დუმილის უფლებას იყენებს.

„საკმაოდ მხნედ არის. თავისი სიმართლის დასამტკიცებლად იბრძოლებს,“- განაცხადა თემურ აბაზოვის ადვოკატმა, მალხაზ ასათიანმა.

თემურ აბაზოვის დაკავება მარნეულის მკვიდრის მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტს უკავშირდება. 

გამოძიება ღირსების შემლახველი ვიდეოების გავრცელებული შემდეგ დაიწყო, სადაც მარნეულის მცხოვრებ ელჩინ ალახვერდოვს „ქართული ოცნების“ ლიდერების სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო, სექსუალური ძალადობის მუქარით ბოდიშის მოხდა და სახეზე შარდის წასმა აიძულეს. კადრები „სტუდია მონიტორმა“ გაავრცელა. 

მარნეულში მომხდარი ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე ოთხი პირია დაკავებული, მათ შორის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი თემურ აბაზოვი.

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები