26 სექტემბერი 2018,   19:42
ვრცლად
ყაჩაღობა ზუგდიდში - დამნაშავემ იარაღის მუქარით დაახლოებით 500 ლარი გაიტაცა

ყაჩაღობა ზუგდიდში. ქალაქის ცენტრში მდებარე ერთ-ერთ კაფეში დაუდგენელი პირი შეიჭრა და იარაღის მუქარით დაახლოებით 500 ლარი გაიტაცა. 

შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები.  

როგორც "რუსთავი 2"-ს შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით აღიძრა, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.

დღის ამბები