26 აპრილი 2024,   09:50
ვრცლად
მასობრივი მოწამვლა ბათუმში - საკვები ობიექტი ამ დრომდე არ შეუმოწმებიათ 

საკვები ობიექტი, სადაც რამდენიმე დღის წინ ბათუმში ხალხი მასობრივად მოიწამლა შემოწმებული ამ დრომდე არ არის.

სარიტუალო დარბაზ "კახაბერში" განმარტავენ, რომ მათთან არც ერთი უწყებიდან არავინ მისულა. რაც შეეხება მომხდარის მიზეზებს - რესტორანში ამ თემაზე ვერ საუბრობენ.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში კი ამტკიცებენ, რომ სინჯები აღებულია და ექსპერტიზის დასკვნა მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ძლიერი ინტოქსიკაცია სულ ასამდე ადამიანმა მიიღო. ყველა დაზარალებული საქორწინო წვეულების სტუმარია. მოიწამლნენ არასრულწლოვნებიც.

დაზარალებულების ნაწილი ამ დრომდე საავადმყოფოებში რჩება.

დღის ამბები