26 აპრილი 2024,   12:01
ვრცლად
"ყველა ანგარიშში ეს დაწესებულება მოხვედრილი იყო როგორც ძალიან ცუდი"-მინისტრმა #7 საპყრობილე დახურა

განსაკუთრებული რისკის #7 პენიტენციალური დაწესებულება დღეს ოფიციალურად დაიხურა. დაწესებულება სასჯელაღსრულების მინისტრმა სახალხო დამცველთან ერთად დახურა. პატიმრები კი უკვე გადაყვანილი არიან ახალ დაწესებულებაში, რომელიც 29 მსჯავრდებულზეა გათვლილი და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისადაა მოწყობილი. ახალ დაწესებულებაში გამოყოფილია სპეციალური სივრცე გრძელვადიანი პაემნებისთვის. საცხოვრებელ ზონაში კი მოწყობილია სამზარეულო, სველი წერტილი და საძინებელი.

„სახალხო დამცველის და ჩვენი პარტნიორი ქვეყნების მონიტორინგის წევრების ანგარიშებში  მოხვედრილი იყო ეს დაწესებულება, როგორც ერთ-ერთი ძალიან ცუდი დაწესებულება. ბოლოს ჩვენ აქ გვყავდა 9 ადამიანი ზედა სართულებზე და ეს 9 ადამიანიც გადაყვანილია ევროპული სტანდარტების შესაბამის დაწესებულებაში,“-განაცხადა სასჯელაღსრულების მინისტრმა კახა კახიშვილმა. 

დღის ამბები