26 აპრილი 2024,   10:52
ვრცლად
მკვლელობა მესტიაში - ახალგაზრდა მამაკაცს სასიკვდილო ჭრილობები დანით მიაყენეს

მკვლელობა მესტიაში - 23 წლის ახალგაზრდა მამაკაცი ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობებით, მესტიის საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. მას დანა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ფილტვისა და გულის არეში ჩაარტყეს.

როგორც "კურიერისთვის" გახდა ცნობილი, დამნაშავე ადგილობრივი მკვიდრია, რომლის ვინაობაც სამართალდამცველებისთვის უკვე ცნობილია და მიმდინარეობა მისი სამძებრო ღონისძიებები.

დაპირისპირება ადგილობრივებს შორის დაახლოებით ნახევარი საათის წინ მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცი კი მესტიის საავადმყოფოში რამდენიმე წუთის წინ გარდაიცვალა.

დღის ამბები