26 აპრილი 2024,   10:58
ვრცლად
თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა უხარვეზოა - კახა კალაძე

3 თვიანი შესწორებების შემდეგ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა უხარვეზოა - ეს განცხადება, თბილისის მერმა, კახა კალაძემ გააკეთა.

მან დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე კიდევ გააკრიტიკა ოპოზიცია და მათ განცხადებებს გენგეგმასთან დაკავშირებით არათანმიმდევრული უწოდა.

მისი თქმით, გეგმის პირველი ვერსია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა, ახლანდელი რედაქცია კი დედაქალაქის გრძელვადიანი და სწორი განვითარების გარანტიაა.

„ჩვენ მივიღეთ გამართული დოკუმენტი სითი ინსტიტუტთან მუშაობის შედეგად, დღეს გვეუბნებიან, რომ დოკუმენტი ეს არის ხარვეზიანი, არის უამრავი პრობლემა შიგნით, დარწმუნებული ვარ, რომ დღეს ჩვენ რომ გამოვიდეთ და ვთქვათ, რომ არ ვიღებთ ამ გეგმას, ისინი პირიქით შემოგვიბრუნდებიან და გვეტყვიან, რომ აი, თქვენ აზარალებთ დედაქალაქის განვითარებას და აუცილებლად უნდა მიიღოთ. უბრალოდ გასაკვირია, ყველა რეფორმის განხორციელების დროს, მატ აქვთ ერთი და იგივე პოზიცია,“ - განაცხადა კალაძემ.

კახა კალაძემ თბილისში ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებაზეც გააკეთა განცხადება. მისი თქმით, აუცილებელია საწვავის ხარისხის კონტროლის გაუმჯობესება, ასევე უნდა შეიზღუდოს მოძველებული ავტომობილების იმპორტი.

მთავრობის სხდომაზე დღეს კონკრეტულ ინიციატივებზეც ისაუბრეს, რომელიც თბილისში სამშენებლო სამუშაოების დროს მტვერსა და ხმაურს შეამცირებს.

დღის ამბები