26 აპრილი 2024,   11:18
ვრცლად
მურთაზ ზოდელავამ სოციალურად დაუცველ ვაგნერ მიქავას ოჯახს, სერტიფიკატები გადასცა 

„ნაციონალური მოძრაობის“ სამეგრელო-ზემო სვანეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მურთაზ ზოდელავამ, სოციალურად დაუცველი ვაგნერ მიქავას ოჯახი მოინახულა.

მიქავების ოჯახს უსახლკაროდ დარჩენა ემუქრება. გადაუხდელი საბანკო ვალდებულებების გამო სოციალურად დაუცველ ოჯახს ბანკი სახლს უყიდის.

მურთაზ ზოდელავამ მიქავებს საგარანტიო სერტიფიკატი გადასცა და დაპირდა, რომ იმ შემთხვევაში, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში მოვა, ბანკების მიერ უსამართლოდ დაზარალებულების საკითხი გადაიხედება. 

დღის ამბები