26 აპრილი 2024,   09:29
ვრცლად
ბიჭია დაღუპული, რომელსაც დედ-მამა არ ჰყავს, 90 წლის ბებია-ბაბუა ჰყავს სახლში - შახტში დაშავებულების ახლობელი

"ბიჭია დაღუპული ლაშა ფორჩხიძე, რომელსაც დედა არ ჰყავს, მამა არ ჰყავს, 90 წლის ბებია და ბაბუა ჰყავს სახლში,"- ამბობს ტყიბულში, მინდელის შახტში ერთ-ერთი დაშავებულის ოჯახის წევრი.

როგორც გარდაცვლილთა და დაშავებულთა ოჯახის ახლობლები ამბობენ, რომ სამი თვის წინ შახტში მომხდარი ტრაგედიის გამო, ელოდნენ, რომ უსაფრთხოების ზომები ახლა მაინც იქნებოდა დაცული.

დაშავებულთა ახლობლების თქმით, მომხდარის მიზეზზე კომპანიის ხელმძვანელობისგან განმარტებები არ მოუსმენიათ.

„უსაფრთხოების ზომები რომ იყოს, იქ სიკვდილი არ იქნებოდა. ახლა მაინც ხომ უნდა გაფრთხილებულიყვნენ, რაღაც ხო უნდა გაეკეთებინათ, ახლაც მკვდრების ბრალი იქნება. სამი თვის წინ ძმა დამეღუპა, შვილი გადამირჩა, ახლაც ყველა ახლობელია. ყველა ნაცნობია,“-ამბობს ერთ-ერთი ახლობელი.

შახტის თანამშრომლები ამბობენ, რომ 4 ადამიანის დაღუპვა და 6 ადამიანის დაშავება სამთო დარტყმას არ გამოუწვევია. მათი ინფორმაციით, მინდელის შახტის ერთ-ერთ უბანზე მეთანმა გაჟონა.  

ამავე თემაზე
დღის ამბები