19 აგვისტო 2018,   08:20
ვრცლად
ე.წ. ქურდული "სხოდკები" ტელეფონით - "ლავასოღლი", მისი გარემოცვის დახმარებით, მოქალაქეებს ე.წ. ქურდული "ობშიაკისთვის" ფულს სძალავდა

ქურდული გარჩევები ტელეფონით და ახალი ბრალი, რომელიც  კრიმინალურ ავტორიტეტს "ლავასოღლის" წაუყენეს - შსს-ს ინფორმაციით, მინდია გორაძე, იგივე "ლავასოღლი" ბოლო თვეების განმავლობაში მისი ახლო გარემოცვის მიერ საქართველოში ორგანიზებულ ე.წ. ქურდულ "სხოდკებს" ტელეფონით ხელმძღვანელობდა. "ლავასოღლის" ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.

ქურდულ გარჩევებში, გამოძიების მტკიცებით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში მონაწილეობდნენ "ლავასოღლის" გარემოცვის სხვა წევრებიც. მათ შორის, "ლავასოღლის" მარჯვენა ხელი აჭარაში - იმედა აბაშიძე, იგივე "კოტო”. 

სპეცოპერაციის შედეგად ასევე დაკავებულები არიან რამაზ კომახიძე, ბადრი ქობულაძე და გიორგი შავლაძე. სამივე მათგანს გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობას, გამოძალვასა და ძალადობას ედავებიან.

საქმის მასალების მიხედვით, "ლავასოღლის" გავლენით ისინი ე.წ. ქურდული "ობშიაკისთვის" ერთ-ერთ მოქალაქეს 20 000 ლარს სძალავდნენ.

მინდია გორაძემ, იგივე "ლავასოღლიმ" საქართველო რამდენიმე თვის წინ დატოვა. ის 9 თვის განმავლობაში მეშვიდე დაწესებულებაში უმძიმესი ბრალდებებით სასჯელს იხდიდა. თუმცა, პროკურატურამ გავლენიანი კრიმინალური ავტორიტეტს ვერცერთი ბრალი ვერ დაუმტკიცა. 9-თვიანი ვადის გასვლის შემდეგ კი, გორაძე 2017 წლის ადგილობრივ არჩვენებამდე ხუთი დღით ადრე გაათავისუფლეს. მიუხედავად იმისა, რომ საქმე გორაძის წინააღდეგ შეწყვეტილი არ იყო, ე.წ. კანონიერმა ქურდმა ქვეყნის დატოვება სარფის გამშვები პუნქტიდან უპრობლემოდ შეძლო. ადვოკატის მტკიცებით, მას ქვეყანა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა დაატოვებინეს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები