22 ოქტომბერი 2018,   12:59
ვრცლად
ყველაზე დიდი ოპოზიციური გაერთიანება - პრეზიდენტის სავარძლისთვის გრიგოლ ვაშაძე იბრძოლებს

ოპოზიციური პარტიების და ორგანიზაციების ნაწილი საერთო საპრეზიდენტო კანდიდატი დაასახელა. პრეზიდენტის სავარძლისთვის გრიგოლ ვაშაძე იბრძოლებს.

ყოფილი ხელისუფლების ყოფილი მინისტრი, რომელიც ნაციონალურ მოძრაობაში ყველაზე გვიან გაწევრიანდა, იმ მთავარ მიზეზებს ასახელებს, რამაც გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობაში დაარწმუნა.

ვაშაძე ფიქრობს, რომ ნებისმიერი უფლებამოსილების პირობებში, კონსტიტუცია და პიროვნული თავისუფლება პრეზიდენტის საუკეთესო პარტნიორები არიან. ამიტომ არ ესმის, რატომ ვერ ბედავს გიორგი მარგველაშვილი, მიიღოს ის გადაწყვეტილებები, რასაც მას, თუნდაც, შეზღუდული უფლებამოსილება არ უკრძალავს.

ხელისუფლების ცვლილების შემდეგ გრიგოლ ვაშაძემ ძალები ქუთაისის მერის არჩევნებში მოსინჯა. მაშინ ის სახელისუფლებო კანდიდატის მთავარი კონკურენტი აღმოჩნდა და მეორე ტურში გავიდა, თუმცა, ნაციონალურმა მოძრაობამ და გრიგოლ ვაშაძემაც არჩევნების მეორე ტურს ბოიკოტი გამოუცხადეს.

გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო კამპანიას გიორგი ვაშაძე უხელმძღვანელებს.

განსხვავებული პოლიტიკური გემოვნების ადამიანების მიერ ერთ კანდიდატზე შეთანხმების შემდეგ, ოპოზიცია უკვე ერთობლივ საარჩევნო კამპანიასაც დაიწყებს. გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ ეს კამპანია ყველასგან განსხვავებული და ყველაზე სახალხო იქნება.

აქტიურ საარჩევნო კამპანიას ოპოზიციის საერთო კანდიდატი მომავალი კვირიდან დაიწყებს.

დღის ამბები