26 აპრილი 2024,   09:39
ვრცლად
საპენსიო რეფორმა - მოქალაქეებს ახალი წლიდან ყოველთვიური ხელფასდან 2 %-ის გადახდა მოუწევთ

სავალდებულო საპენსიო დაზღვევა ახალი წლიდან ამოქმედდება. დაუბეგრავი ხელფასის 2%-ის გადახდა მოქალაქეებს მოუწევთ, 2 %-ს დამსაქმებელი გადაიხდის, ხოლო 2 %-ს კი სახელმწიფო.

40 წლამდე მოქალაქეებისთვის სისტემაში ჩართვა სავალდებულოა და მათ ყოველთვიურად შემოსავლის ყოველი ათასი ლარიდან 20 ლარის ფონდში გადარიცხვა მოუწევთ. 40 წელს ზევით კი - ნებაყოფლობითი.

საპენსიო ასაკამდე დაგროვებული თანხა, პენსიაში გასვლის შემდეგ, საბაზისო პენსიას დაემატება, რომელიც დღეს 180 ლარია. ისინი კი ვისაც არასდროს უმუშავიათ და ყულაბაშიც არაფერი ექნებათ ან თვითდასაქმებულები არიან და დეკლარირებული ხელფასი არ აქვთ, მხოლოდ საბაზისო პენსიას მიიღებენ.

სპეციალისტები ამბობენ, რომ დაგროვებითი საპენსიო სისტემა ერთი მხრივ ეფექტურია და ბევრ ქვეყანაშიც კარგად მუშაობს, თუმცა რისკებიც ბევრია. საქართველოს მოქალაქეებს დღეს არ აქვთ გარანტია, რომ წლობით ნაგროვები ფული პენსიაში გასვლის შემდეგ ყულაბაში შეენახებათ.

ახალი საპენსიო რეფორმა საპარლამენტო უმრავლესობამ ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე დაამტკიცა. მმართველ გუნდში არ უარყოფენ, რომ ახალ სისტემას რისკები ახლავს, თუმცა ამბობენ, რომ ეს ერთადერთი გზაა საქართველოს მოქალაქეებისათვის უზრუნველი სიბერის შესაქმენლად.   

დღის ამბები