26 აპრილი 2024,   11:13
ვრცლად
"ჩემთვის მიუღებელია კომენტარი, რომ საქართველო არის აგრესორი"-მამუკა მდინარაძე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმაურება

„ქართული ოცნების“ ნაწილი სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს ემიჯნება. საუბარია საპრეზიდენტო კანდიდატის კომენტარზე, რომ აგვისტოს ომი „გიჟი პრეზიდენტის ახირება იყო“ და სამხედრო შეტაკებები საქართველომ დაიწყო.  მამუკა მდინარაძის განცხადებით მმართველ ძალას არც ერთი კანდიდატის მიმართ მხარდაჭერა არ გამოუცხადებია. მისივე თქმით მისთვის მიუღებელია ნებისმიერი პირი, ვინც ამბობს, რომ ომი საქართველომ დაიწყო.

„ჩემთვის ნებისმიერი შემთხვევაში ვინც არ უნდა გააკეთოს კომენტარი იმის შესახებ, რომ საქართველო არის აგრესორი და ომი დაიწყო საქართველომ, ეს არის ჩემთვის აუცილებლად მიუღებელი. მითუმეტეს  რუსეთთან, ოკუპანტ ქვეყანასთან მიმართებით, როდესაც კი, შეიძლება ვისაუბროთ იმაზე, რომ მაშინდელმა საქართველოს ხელისუფლება გარკვეულ პროვოკაციას წამოეგო გარკვეულ ნაწილში მაგრამ  ომი ფართომასშტაბიანი დაიწყო ოკუპანტმა ქვეყანამ,“-განაცხადა მამუკა მდინარაძემ

ამავე თემაზე
დღის ამბები