18 ოქტომბერი 2018,   03:47
ვრცლად
"დღეს ყოველგვარი კონტროლის მიღმაა დარჩენილი მარიხუანას მოხმარება, რეალიზაცია, წარმოება" - მარიამ ჯაში რეგულაციებზე პრემიერის პოზიციას იზიარებს

საპარლამენტო უმრავლესობა მარიხუანას ლეგალიზებასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის პოზიციას იზიარებს.

მამუკა ბახტაძემ დღეს თქვა, რომ მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ ადმინისტრაციული სასჯელი გააუქმა, ქვეყენაში ახალი სამართლებრივი რეალობა შეიქმნა. პრემიერმა უწყებათაშორის ჯგუფს მოუწოდა, რეაბილიტაციის მიმართულებით სპეციალური პროგრამა წარადგინონ.

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით მაღალი რისკის ქვეშ დააყენა საზოგადოება. მარიამ ჯაშის თქმით, აუცილებელია გარკვეული რეგულაციების დაუყოვნებლივ შემოღება.

„საკონსტიტუციო სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით მაღალი რისკის ქვეშ დააყენა ჩვენი საზოგადოება. სამართლებრივ ტექნიკასთან დაკავშირებით მე დღეს გამიჭირდება საუბარი მაგრამ ჩვენ გვაქვს  ის რეალობა, რომ დღეს აბსოლუტურად ყოველგვარი  კონტროლის მექანიზმების მიღმა არის დარჩენილი მარიხუანას მოხმარება. მათშორის  რეალიზაცია და ალბათ წარმოებაც. შესაბამისად, დაუყოვნებლივ ჩვენ უნდა მივიღოთ ზომები, რომლებიც გარკვეულ რეგულატორულ ჩარჩოში მოაქცევს არსებულ ვითარებას,“-განაცხადა მარიამ ჯაშმა.  

როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, მარიხუანას გავრცელება უნდა  დაექვემდებაროს გონივრულ და მაქსიმალურად ყველა ინტერესზე მორგებულ შეზღუდვებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები