28 აპრილი 2024,   01:08
ვრცლად
დავით ზალკალიანი იაპონიის პირველ დიპლომატს ხვდება

საგარეო საქმეთა სამინისტროში იაპონიის პირველი დიპლომატისა და დავით ზალკალიანის შეხვედრა მიმდინარეობს.

ტარო კონოს საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით ჩამოვიდა. შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობასა და საქართველოს საინვესტიციო პოტენციალზე ისაუბრებენ.

იაპონია მხარს უჭერს, საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიული მთლიანობას და ქვეყნის სწრაფვას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში.

მხარეებმა ხელი უკვე მოაწერეს ახალ ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც აღმოსავლეთ -დასავლეთ ჩქაროსნული ავტომაგისტრალის პროექტის განსახორცილებლად საქართველოს იაპონიისგან შეღავათიანი სესხის სახით 343 მილიონ დოლარს გამოიღებს.

დღის ამბები