28 აპრილი 2024,   13:09
ვრცლად
აფეთქება ფოთში - სამი დაშავებულიდან ორის მდგომარება მძიმეა

ფოთში მომხდარი ძლიერი აფეთქების შედეგად სამი დაშავებულიდან ორი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება.

ექიმების განცხადებით, ორივე დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მათგან ერთი არასრულწლოვანია, რომელიც აფეთქების ეპიცენტრში შემთხვევით აღმოჩნდა.

16 წლის მოზარდს ქალა-ტვინის ღია ტრავმა აღენიშნება, ის ქუთაისში მკურნალობას აგრძელებს.

ერთ-ერთი დაშავებული კი ზუგდიდის კლინიკაში იმყოფება. რაც შეეხება მესამე დაჭრილს, ექიმებმა ის უკვე გაწერეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები