26 აპრილი 2024,   10:39
ვრცლად
ოკუპირებულ ცხინვალში რუსეთის შეიარაღებული ძალების მასშტაბური სამხედრო წვრთნები მიმდინარეობს

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რუსეთის შეიარაღებული ძალების მასშტაბური სამხედრო წვრთნები მიმდინარეობს.

სწავლება მთლიან ხეობასა და ძარცემის პოლიგონზე იმართება.

მანევრებში, რომელშიც ათასზე მეტი ჯარისკაცი და სამასი ერთეული ტექნიკა მონაწილეობს, ტანკებს, ავიაციას, უახლეს უპილოტო საფრენ აპარატებსა და სადაზვერვო ტექნიკას იყენებენ.

წვრთნები 20 აგვისტოს დაიწყო და 15 სექტემბრამდე გაგრძელდება.

რუსეთის ელჩი ოკუპირებულ ცხინვალში აცხადებს, რომ რუსეთი სამხრეთ ოსეთი თავდაცვისა და უსაფრთხოების ერთიან სივრცეს ქმნიან.

მარატ კულახმეტოვის თქმით, მოსკოვმა სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებლობა ჯერ კიდევ 10 წლის წინ საკუთარ თავზე აიღო და ამ მიზნით ადგილობრივ მთავრობასთან ათობით შეთანხმება გააფორმა.

დღის ამბები