26 აპრილი 2024,   09:23
ვრცლად
„ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს დამოუკიდებელ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს დაუჭერს

„ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს დამოუკიდებელ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს დაუჭერს. ამის შესახებ განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.

„პარტიის პოლიტიკური საბჭოს მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, მხარი დავუჭიროთ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას. ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი არის გამორჩეული ოჯახის წარმომადგენელი, ნიკო ნიკოლაძის და ივანე ზურაბიშვილის შთამომავალი, მას აქვს გამორჩეული დიპლომატიური გამოცდილება. საქართველოში საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე მოღვაწეობის პერიოდში მის  სახელს უკავშირდება საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანა,“ - განაცხადა კობახიძემ.

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომა ერთ საათს გაგრძელდა, სადაც მმართველი გუნდის წევრები შეჯერდნენ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილისთვის გამოეცხადებინათ სრული მხარდაჭერა.

„ჩვენი პარტია იცავს პირობას და ჩვენ საპრეზიდენტო არჩევნებში არ წარვადგენთ ჩვენს კანდიდატს,“ - განაცხადა კობახიძემ.

მმართველი პარტია შერჩეულ კანდიდატს ფინანსურადაც დაუჭერს მხარს.

დღის ამბები