28 აპრილი 2024,   14:25
ვრცლად
ზუგდიდის ხელისუფლება ჩაიძირა კორუფციის ჭაობში - მიქაია ზუგდიდის ყოფილი მერის, ვიცე-მერისა და ყოფილი გუბერნატორის სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე საუბრობს

ზუგდიდის ხელისუფლება ჩაიძირა კორუფციის ჭაობში - ამის შესახებ განცხადებას „დაიცავი საქართველოს,“ ერთ-ერთი დამფუძნებელი კახა მიქაია აცხადებს.

მიქაიას თქმით, იმ ჩანაწერში, რომელიც მან „რუსთავი2“-ს გადასცა, ცალსახად იკვეთება ადგილობრივი ხელისუფლების კორუფციული გარიგების კვალი. მიქაია ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ შეიტყო, რომ ჩანაწერი „შაბათის კურიერში“ გავიდოდა, ლაშა გოგია თანამდებობიდან მოხსნა. მიქაია ფიქრობს, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობის დაკისრება საკმარისი არ არის.

მისი თქმით, ჩანაწერის ეთერში გასვლის შემდეგ, სამართალდამცველმა ორგანოებმა გამოძიება უნდა დაიწყონ და  ზუგდიდის უკვე ყოფილი მერის, ყოფილი გუბერნატორი ლევან შონია, ვიცე- მერი გიორგი გულორდავასთან ერთად სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში უნდა მიეცნენ.

„ფაქტები, რომელიც იმ ჩანაწერშია და მე წარვუდგინე "შაბათის კურიერის" ჯგუფს ნათლად მეტყველებს ერთ რამეზე, რომ ზუგდიდის ხელისუფლება ჩაიძირა კორუფციის ჭაობში. ხელისუფლება იძულებული იყო, რომ გადაეყენებინა ზუგდიდის მერი, მაგრამ ვფიქრობ, ეს არის საკმარისი ჩანაწერში მიცემული ფაქტები იძლევა მყარ საფუძველს,რომ ზუგდიდის მერის, ვიცე მერი, ყოფილი გუბერნატორის წინააღმდეგ აღიძრას სისხლის სამართლის საქმე.

"გოგიას, შონიას, გულორდავას, შევარდნაძისა და სააკაშვილის ყოფილი ხელისუფლების წევრებისა და დღეს უკვე „ოცნებაში“ პორტირებულების დანაშაულებებზე მხოლოდ მე არ ვსაუბრობდი, ამაზე საუბრობდა მთელი ზუგდიდი. დღეს უკვე დადგა დრო ხელისუფლებამ მიიღოს გადაწყვეტილება და ამ პირების მიმართ აღძრას სისხლის სამართლის საქმე“-ამბობს კახა მიქაია.

ზუგდიდის მერმა, რომლის სავარაუდო კორუფციული გარიგებების შესახებ ჟურნალისტურ გამოძიებას „შაბათის კურიერი“ ამზადებდა, თანამდებობა დატოვა.

მუნიციპალიტეტის არჩეულმა მერმა, ლაშა გოგიამ გადადგომის გადაწყვეტილება სწორედ მას შემდეგ მიიღო, რაც შეიტყო, რომ „კურიერის“ ხელთ აღმოჩნდა ფარული ჩანაწერი, სადაც ერთ-ერთი ბიზნესმენი მერს კორუფციაში ამხელს და მისთვის გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას ითხოვს. "შაბათის კურიერის" მიერ მოპოვებულ  ჩანაწერში ისმის თავად გოგიას საუბარიც, რომელიც თანხის აღებას არ უარყოფს.

ისმის ასევე სხვა მაღალჩინოსნების გვარებიც, რომლებიც ასევე ფიგურირებდნენ ამ კორუფციულ სქემაში.

დღის ამბები