07 მაისი 2024,   10:08
ვრცლად
"სამართლიანი არჩევნები" საარჩევნო ადმინისტრაციასა და კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას აკრიტიკებს - ორგანიზაციამ დასკვნა გამოაქვეყნა

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ ქვეყანაში წინასაარჩევნოდ შექმნილ ვითარებას კიდევ ერთხელ აფასებს. არასამთავრობო ორგანიზაცია მორიგ შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს.

„სამართლიანი არჩევნების“ დასკვნაში გაკრიტიკებულია საარჩევნო ადმინისტრაცია და კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია. ანგარიშში აღნიშნულია, რომ გამოწვევა იყო საოლქო კომისიებში დამოუკიდებელი წევრების დანიშვნა, სადაც 73-დან 14 შემთხვევაში ნათესაური კავშირი საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენელთან, 8 შემთხვევაში კი დაინიშნენ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები.

დოკუმენტის მიხედვით, პირველი აგვისტოდან 8 სექტემბრის პერიოდში ასევე დაფიქსირდა 31 საბიუჯეტო რესურსის სავარაუდო მობილიზება, ერთი ფიზიკური დაპირისპირება ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის 8 ფაქტი, კამპანიის ხელის შეშლის ორი შემთხვევა.

„საგულისხმო იყო ჩოხატაურის შემთხვევა, სადაც ერთ-ერთი კონკურსანტი „სამართლიან არჩევნებთან“ ადასტურებს, რომ მის წინასწარ დაუკავშირდა მერის წარმოამდგენელი და უთხა, რომ კონკრეტული ტელეფონის ნომრიდან საოლქო კომისიდან „ერთიანი ნაცინალური მოძრაობის“ წევი დაუკაშრიდებოდა და ტელეფონისთვის არ ეპასუხა და გასაუბრებაზე არ მისულიყო,“- განაცხადა ”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” იურისტმა, რიჟამაძემ.

არასამთავრობო ორგანიზაცია ასევე მიიჩნევს, რომ უსამართლოა გადაწყვეტილება და მოთხოვნა, რომელიც მარეგულირებელ კომისიას აქვს მაუწყებლების მიმართ, რომლის მიხედვით, ვიდრე საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს გამოაქვეყნებენ, მონაცემები გადაამოწმონ. „სამართლიანი არჩევნების“ დასკვნაში ასევე უარყოფითადაა შეფასებული „რუსთავი 2"-ის დაჯარიმების საკითხი.

„პრობლემურია მაუწყებლებისთვის დავალდებულება იმისა, რომ საზოგადოებრივი აზრის კვლევების სანდოობა გადაამოწმონ, რადგან ფიზიკურად ამან შეიძლება საერთოდ ხელი შეუშალოს და მაუწყებლებმა საერთოდ არ გააშუქონ საზოგადოებრივი აზრის კვლევები. მეორე მხრივ, ასევე პრობლემას წარმოადგენს „რუსთავი 2"-ის დაჯარიმება წინასაარჩევნო ხასიათის პოლიტიკური რეკლამის გაშვებისთვის და ინფორმაციის არმიწოდებისთვის მარეგულირებელი კომისიისთვის, იმ დროს, როდესაც ასეთი ვალდებულება არ არსებობდა,“- განაცხადა ”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელმა დირექტორმა, მიხეილ ბენიძე.

დღის ამბები