26 აპრილი 2024,   10:13
ვრცლად
მასწავლებლების ხელფასი 2022 წლისთვის სამჯერ გაიზრდება

მასწავლებლების ხელფასი 2022 წლისთვის სამჯერ გაიზრდება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ იყალთოს სამონასტრო კომპლექსში განათლების რეფორმის პრეზენტაციის დროს გააკეთა.

პრემიერის თქმით, 2018-2019 წლების სასწავლო წლის განმავლობაში ხელფასი გაეზრდება, დაახლოებით, 10 ათასამდე მასწავლებელს.

„გადაიხედება მასწავლებლების სახელფასო პოლიტიკა. პირველ ეტაპზე, 2018-19 წლების სასწავლო წლების განმავლობაში გაზრდილ ხელფასს მიიღებს, დაახლოებით, 10 ათასამდე მასწავლებელი. ხოლო 2022 წლისთვის, საჯარო სკოლებში ჩვენი ამოცანაა, რომ დასაქმებული მასწავლებლის ხელფასი გაიზარდოს სამჯერ. ძლიერ, თანამედროვე სკოლაში აუცილებლად იქნება უსაფრთხო და ჯანსაღი გარემო. ახალი სკოლის დირექტორი უნდა იყოს ლიდერი, რომელიც მართავს სკოლას მართვის ახალი მეთოდით, სკოლაში დაინერგება სწავლების ახალი მეთოდოლოგია,“ - განაცხადა პრემიერმა.

დღის ამბები