27 აპრილი 2024,   22:45
ვრცლად
"დარწმუნებული ვარ ხელისუფლებას არანაირი განზრახვა ტელეკომპანიის გაჩერების და ხელში ჩაგდების არ ჰქონია და არ აქვს,“ - ბესელია "იბერიაზე" საუბრობს

ბიძინა ივანიშვილის სახელს არაერთხელ გააჟღერებენ... მნიშვნელოვანია, რომ კომპანიამ გადაიხადოს ბიუჯეტში გადასახადი - ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი.

ვოლსკი  ტელეკომპანია „იბერიას“ მთავარი დამფინანსებელი კომპანიის “ომეგა ჯგუფის“ შესახებ გავრცელებულ ახალ ჩანაწერებს ეხმაურება და ამბობს, რომ ამ ჩანაწერებზე პასუხს გამოძიება გასცემს. მისი თქმით, მანამდე აუცილებელია „ომეგა ჯგუფმა“ საკუთარი დავალიანება დაფაროს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები გამორიცხავენ, რომ ხელისუფლება მედიაზე ზეწოლას ცდილობს. ეკა ბესელიას აზრით, საგამოძიებო ორგანოები დაინტერესებულები არიან რომ ჩანაწერები, სადაც ოპოზიციის მტკიცებით ბიზნესსა და მედიაზე ზეწოლის ნიშნები იკვეთება ობიექტურად გამოიძიონ.

„დარწმუნებული ვარ ხელისუფლების შესაბამის სამართალდამცველ ორგანოებს აქვთ დავალებაც და ნებაც, რომ ყოველგვარი მიკერძოების გარეშე ობიექტურად განიხილონ ეს საკითხი. დარწმუნებული ვარ ხელისუფლებას არანაირი განზრახვა ტელეკომპანიის გაჩერების და ხელში ჩაგდების არ ჰქონია და არ აქვს,“-ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთი წევრი ეკა ბესელია.

ტელეკომპანია „იბერიას“ მთავარი დამფინანსებელი კომპანიის „ომეგა ჯგუფის“ ირგვლივ მიმდინარე სკანდალურ გარიგებებზე „რუსთავი 2“-მა კიდევ ერთი სკანდალური აუდიოჩანაწერი მოიპოვა.

სატელეფონო საუბარი სამ პირს შორის მიმდინარეობს. ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელს ესაუბრება, ასევე საუბრის მონაწილე პირია ბიზნესმენი და ვანო ჩხარტიშვილთან ერთად „თბილისის თამბაქოს“ აქციონერი ირაკლი ჩუბინაშვილი.

საუბრის მთავარი თემა თამბაქოს ფასების დარეგულირება, ბაზრის კონტროლი და "ომეგა ჯგუფის" წილების გაყოფაა. საუბარში პირველად სახელდება ბიძინა ივანიშვილი.

ავტორი:ნინო გაზდელიანი

ამავე თემაზე
დღის ამბები