28 აპრილი 2024,   01:43
ვრცლად
ნათელაშვილი ფიქრობს, რომ ზურაბიშვილი სასულიერო პირებს თავს ივანიშვილის დავალებით დაესხა

რასაც სალომე ზურაბიშვილის სასულიერო პირების მისამართით ამბობს, ბიძინა ივანიშვილის აზრია - ასე აფასებს "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატის განცხადებას, სადაც სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ ეკლესიის საქმე პოლიტიკა არ არის.

შალვა ნათელაშვილი ამბობს, რომ სანამ რომელიმე კანდიდატი კონკორდატზე ისაუბრებს და სისულელეს იტყვის, სჯობს დაფიქრდეს.

პირველი ლეიბორისტი ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილის თავად არის აღშფოთებული საზოგადოებისა და სასულიერო პირების კრიტიკით, რამაც ფაქტობრივად მარიხუანას კულტივაციის გეგმა ჩაშალა.

"კონკორდატი ეს გახლავთ კონსტიტუციური ინსტიტუტი და სანამ, რომელიმე პოლიტიკოსი, მასზე რაიმე სულელურ აზრს გამოთქვამდეს ჯერ კარგად უნდა დაფიქრდეს რას ამბობს. მაგრამ ეს განცხადება აღნიშნული კანდიდატისა არის ბიძინა ივანიშვილის აზრი, რომელსაც ვერ მოუნელებია ის თანხები, რაც გასცა ეკლესიაზე და უნდა ან სრულიად დაიმორჩილოს ეკლესია ან გაანადგუროს.

"დღეს უკვე გადავიდნენ მუქარაზე და ემსახურება ეს მიზანს, რომ არავინ შეუშალოს ხელი ქვეყნის მითვისებაში მარიხუანას დათესვაში, საზოგადოების თრიაქით თრობაში და რა თქმა უნდა, ამ გზაზე მას წინააღმდეგობად ესახება საზოგადოებასთან ერთად მათ სორის ეკლესია,“-ამბობს შალვა ნათელაშვილი.

დღის ამბები