26 აპრილი 2024,   09:33
ვრცლად
ჩვენი მიზანი არის, რომ სესხმა მსესხებლის ფინანსური სიტუაცია არ გააუარესოს - ეროვნული ბანკის მოწოდება ფინანსურ ინსტიტუტებს

ეროვნული ბანკი ფინანსურ ინსტიტუტებს მოუწოდებს, სესხების ფასდადებისას, სათანადოდ შეაფასონ უცხოური ვალუტის საპროცენტო რისკი. როგორც მარეგულირებელში განმარტავენ, ფინანსური სისტემისთვის მაღალი დოლარიზაცია კვლავაც მთავარი გამოწვევაა. 

ბოლო პერიოდში, უცხოურ ვალუტაში გასაცემ სესხებზე შემცირებული საპროცენტო განაკვეთის გამო, ფიზიკურ პირებს ინტერესი გაუჩნდათ ასეთი პროდუქტების მიმართ.

ეროვნულ ბანკში მიაჩნიათ, რომ რისკებს არც მომხმარებელი და არც საფინანსო სისტემა სათანადოდ არ აფასებენ. ეროვნული ბანკში აცხადებენ, რომ პასუხისმგებლიანი დაკრედიტების დანგრევის მიზნით, შემუშავებული იქნება ახალი რეგულაციაც.

„კომერციული ბანკებისთვის სავალდებულო იქნება 2018 წლის 1 ნოემბრიდან ამ დებულებების, მოთხოვნების შესრულება. ხოლო 2019 წლის 1 იანვრიდან, სესხის ყველა გამცემ სუბიექტზე გავრცელდება ეს მოთხოვნები. მიზანი არ არის, რომ ვინმეს გაურთულოს სესხის აღება, არავითარ შემთხვევაში. ჩვენი მიზანი ამ შემთხვევაში და რეგულატორის მიზანი არის, რომ სესხმა მსესხებლის ფინანსური სიტუაცია არ გააუარესოს. იქიდან გამომდინარე, თუ რა შემოსავლები აქვს მსესხებელს, ამაზე დაფუძნებით მოხდეს სესხების გაცემა,“ - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ.

დღის ამბები