27 აპრილი 2024,   23:08
ვრცლად
ვანო მერაბიშვილს შეწყალების კომისიისთვის არ მიუმართავს , დეკანოზი მამალაძის შეწყალებაზე კი კონსენსუსი ვერ შედგა - შეწყალების კომისიის თავმჯდომარე 

შეწყალების კომისიამ განსაკუთრებული წესით განიხილა დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე, თუმცა რადგან კომისიის ყველა წევრი არ ეთანხმებოდა მის შეწყალებას, პრეზიდენტს დადებითი რეკომენდაცია არ გადაეგზავნა - ამის შესახებ განცხადება, შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ გააკეთა. 

რაც შეეხება ვანო მერაბიშვილის საქმეს, როგორც შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ამბობს, მოთხოვნა ყოფილი პრემიერის შეწყალებაზე კომისიაში არ შესულა.

„ივანე მერაბიშვილის საქმე არ განუხილავს კომისიას, რადგან მას განცხადება, რომლის საფუძველზეც დაიწყებოდა შეწყალების პროცედურა არ დაუწერია. გიორგი მამალაძის საქმეს კომისია განიხილავს და განსაკუთრებული წესით, რადგან მას არ აქვს მოხდილი სასჯელის ნახევარი.

ამ წესის თანახმად კომისიას უნდა ესწრებოდეს სრული შემადგენლობის არანაკლებ ¾ და დადებითი რეკომენდაცია უნდა მიიღოს სრულმა შემადგენლობამ. კონსესუსი არ შედგა, პრეზიდენტს შესაბამისად დადებითი რეკომენდაცია კომისიამ არ მისცა,“- განაცხადა ზვიად ქორიძემ.

დღეს პრეზიდენტმა 111 მსჯავრდებული შეიწყალა, მათ შორის 3 ქალი და ერთი არასრულწლოვანია.

დღის ამბები