28 აპრილი 2024,   09:56
ვრცლად
შინდისის გმირების დაზიანებული მემორიალის ნაწილი უკვე აღდგენილია

შინდისის გმირების დაზიანებული მემორიალის ნაწილი უკვე აღდგენილია. მომხდარ ვანდალურ ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მხილებულია 20 წლამდე ასაკის პირი, ის დანაშაულს აღიარებს. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა შეურაცხადია. შინდისის ბრძოლაში დაღუპული 17 გმირის მემორიალი ორი დღის წინ დააზიანეს, დამტვრეულია მემორიალური ქვები. ადგილობრივმა ხელისუფლებამ მისი აღდგენა მერიის კეთილმოწყობის სამსახურთან ერთად დაიწყო.

დღის ამბები