08 მაისი 2024,   10:02
ვრცლად
მეუფეო, შეწყვიტე დუმილი, თქვი სიმართლე - დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახმა და მრევლმა მეუფე დიმიტრის რეზიდენციასთან აქცია გამართა 

ხმაური და დაპირისპირება მეუფე დიმიტრის რეზიდენციასთან - ციანიდის საქმეზე დაკავებული მამა გიორგი მამალაძის ოჯახის წევრები დეკანოზ იოანე გორელიშვლს დაუპირისპირდნენ.

გიორგი მამალაძის ოჯახის წევრები და მრევლი სასულიერო პირებს აკრიტიკებენ, რადგან მათ ე.წ. ციანიდის საქმეზე საკუთარი პოზიცია არ დააფიქსირეს. დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრებმა და მრევლმა ეპარქიას რეაგირებისკენ მოუწოდეს და მეუფის რეზიდენციასთან აქცია გამართეს.

მეუფეო შეწყვიტე დუმილი, თქვი სიმართლე, მღვდელმთავარს მხოლოდ უფლის შიში მართებს - ამ შინაარსის ლოზუნგებით ბათუმში ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის მეუფე დიმიტრის რეზიდენციასთან ციანიდის საქმეზე დაკავებული მამა გიორგი მამალაძის ოჯახის წევრები და მრევლი რამდენიმე საათი იყვნენ შეკრებილი.

გიორგი მამალაძის ძმის თორნიკე მამალაძის განცხადებით, მეუფე დიმიტრიმ ყველაზე კარგად იცის თუ რატომ იხდის სასჯელს მამა გიორგი. იგი მეუფეს მოუწოდებს დაარღვიოს დუმილი, წინააღმდეგ შემთხვევაში ფართომასშტაბიანი აქციების გამართვას აანონსებენ. პრესსპიკერის იოანე გორელიშვილის განცხადებით, მეუფე დიმიტრი საქართველოში არ არის.  მისივე თქმით, მეუფემ რაც იცოდა თქვა და  პრეზიდენტსაც მოუწოდა დეკანოზი მამალაძე შეეწყალებინა.

დღის ამბები