16 ოქტომბერი 2019,   02:39
ვრცლად
მამუკა ჩიქოვანი საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს, დაუჭერს

მამუკა ჩიქოვანი, უპარტიო და დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით, საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს - გრიგოლ ვაშაძეს, დაუჭერს.

ევროპული საქართველოს უკვე ყოფილმა წევრმა პარტიაც და ფრაქციაც დღეს დატოვა.

პარლამენტის წევრი ამბობს, რომ ევროპული საქართველოს არასწორი პოლიტიკური გათვლა აქვს, რაც საკუთარი საპრეზიდენტო კანდიდატის ყოლით გამოიხატება.

მამუკა ჩიქოვანი დარწმუნებულია, რომ ყოფილი თანაგუნდელებისთვის მისი გადაწყვეტილება გახდება მაგალითი და გაერთიანებული ოპოზიციის გვერდით არაერთი მისი ყოფილი თანაგუნდელი დადგება.

ევროპულ საქართველოში მამუკა ჩიქოვანის ამ პოზიციას კატეგორიულად უარყოფენ.

პარტიაში ამტკიცებენ, რომ მამუკა ჩიქოვანმა ევროპულ საქართველოსთან ერთად პოლიტიკური ბრძოლა პირად წყენას გადააყოლა.

მამუკა ჩიქოვანის განცხადებას "დროული" უწოდეს დღეს ნაციონალურ მოძრაობაში.

პარტიაში დარწმუნებულები არიან, რომ ჩიქოვანის მსგავსად, გაერთიანებულ ოპოზიციასთან ერთად პოლიტიკური ბრძოლას კიდევ არაერთი პოლიტიკოსი შეუერთდება.

"ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური თამაში" უწოდეს მმართველი პარტიის წევრებმა მამუკა ჩიქოვანის გადაწყვეტილებას.

მამუკა ჩიქოვანი, ევროპულ საქართველოს კვოტით, პარლამენტში რამდენიმე თანამდებობას იკავებდა. ჩიქოვანი იყო რეგიონული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე და ფრაქცია ევროპული საქართველო - რეგიონების მდივანი. 

დღის ამბები