26 აპრილი 2024,   10:06
ვრცლად
რუსეთი საოკუპაციო რეჟიმისთვის გაეროს პლატფორმის გახსნას ითხოვს

ჟენევის მოლაპარაკებების დასრულებას რუსეთის საგარეო უწყება გამოეხმაურა. განცხადების მიხედვით, საგარეო საქმეთა სამინისტრო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს მოუწოდებს, ოკუპირებული სოხუმისა და ცხინვალის დელეგაციებისთვის, ხელმისაწვდომი იყოს გაეროს პლატფორმა, სადაც ჟენევის მოლაპარაკებების პრობლემატიკა განიხილება.

ამავე განცხადებიდან ცნობილი ხდება, რომ დისკუსიების მიმდინარეობისას რუსეთის, ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებმა, რეგიონში ნატო-ს გაძლიერებისა და ლუგარის სახელობის ბიოლოგიური ლაბორატორიის საქმიანობასთან დაკავშირებით უკმაყოფილება გამოთქვეს.

დღის ამბები