26 აპრილი 2024,   11:00
ვრცლად
"ამას ჰქვია გლახა ღორმა არც თვითონ ჭამა და არც სხვას აჭამა" - "თავისუფალი საქართველოს" წევრებმა საღორიის ტყეში სანიტარული ჭრა განახორციელეს

პარტია "თავისუფალი საქართველოს" პრეზიდენტობის კანდიდატმა და შტაბის უფროსმა საღორიის ტყეში სანიტარული ჭრა განახორციელეს.

პარტიის წევრები ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ ხეები დაზიანებულია, ლპება, ამ დროს კი მოსახლეობას შეშის პრობლემა აქვს.

"ამას ჰქვია გლახა ღორმა არც თვითონ ჭამა და არც სხვას აჭამა, ამიტომ ჩვენ მოვჭრით ამ დაზიანებულ ხეებს, განვახორციელებთ სანიტარულ ჭრას და ამ შეშას მივუტანთ სოციალურად დაუცველებს. ეს ქმედება ითვალისწინებს 1500 ლარიან ჯარიმას და გვაინტერესებს თუ დაგვაჯარიმებენ. ამით ასევე ვეუბნებით მოსახლოებას გაასუფთაონ ,ტყეები დაზიანებული ხეებისგან და თუ ვინმე დააჯარიმებს მათ, შეახსენონ ჩვენი ქმედება და გააპროტესტონ ჯარიმები,"-განაცხადა გოგი წულაიამ.

პარტიის წევრებმა მოჭრილი ხეები სოციალურად დაუცველ ოჯახებს მიუტანეს. 

დღის ამბები