26 აპრილი 2024,   10:35
ვრცლად
"​დაბარება მგონი არაადეკვატურია იმ სიტუაციისა, რომელიც შემქნა ომეგამ" - ვოლსკი ივანიშვილის დაკითხვაზე 

"ომეგა ჯგუფის" საქმე და სკანდალურ აუდიო ჩანაწერებში ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობა - საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი "ქართული ოცნების" თავმჯდომარის დაკითხვაზე დაბარების აუცილებლობას ვერ ხედავს. 

საქმე ეხება ხელისუფლების მხრიდან "ომეგა ჯგუფზე" განხორციელებულ სავარაუდო ზეწოლას. ზაზა ოაქუაშვილი ამტკიცებს, რომ მას ივანიშვილმა ბიზნესის გამართულად მუშაობისთვის 4 მილიონის მიცემა აიძულა. 

ვიცე-სპიკერს ბრალდებების არ სჯერა და აცხადებს, რომ "ომეგამ" არაადეკვატური ვითარება შექმნა. 

დეპუტატი ყურადღებას კომპანიის საბიუჯეტო დავალიანებაზე ამახვილებს და ამბობს, რომ „ომეგა ჯგუფმა“ სახელმწიფოს წინაშე არსებული დავალიანება უნდა დაფაროს.

„ბიძინა ივანიშვილი, დაახლოებით, 3 მილიარდზე მეტ ინვესტიციას და ჰუმანიტარულ აქციებს ატარებს საქართველოში, რომელსაც ვერც მაგის შვილი და ვერც შვილიშვილი აქედან ვერ მიიღებს რაიმე სარგებელს და მას რომ დააბრალო, რომ მილიონ 700 ათას სთხოვს ოქუაშვილს, ამის გულისთვის დაბარება მგონი არაადეკვატურია იმ სიტუაციისა, რომელიც შემქნა ომეგამ. უნდა გადაიხადოს ბიუჯეტში თანხა, რაც აქვს დავალიანება, ეს არის ფაქტი,“ - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

დღის ამბები