26 აპრილი 2024,   09:45
ვრცლად
"არ დასტურდება არც მწვავე და არც ქრონიკული ეგზოგენური ინტოქსიკაცია" - "მედიქლაბ ჯორჯიას" სამედიცინო დირექტორი მერაბიშვილის ადვოკატებს პასუხობს

სასჯელაღსრულების დაწესებულება ვანო მერაბიშვილის ადვოკატების საპასუხოდ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ექიმის კომენტარს ავრცელებს.

მედიქლაბ ჯორჯიას სამედიცინო დირექტორის, გიორგი გოცირიძის, თქმით, პატიმარს ყველა შესაძლო კვლევა ჩაუტარდა. ექიმი მწვავე დაავადებას არ ადასტურებს და ამბობს, რომ მერაბიშვილი დამატებით გამოკვლევას არ საჭიროებს.

„ჩვენ ჩავუტარეთ კონსილიუმი, ჩავუტარეთ ლაბორატორიული კვლევები, სისხლის ნიმუში გაგზავნილ იქნა ლაბორატორია მრჩეველის მიერ გერმანიაში. დღეს მივიღეთ პასუხები, ასევე პასუხების შემდეგ ჩავატარეთ ისევ ტოქსიკოლოგთა განმეორებითი კონსილიუმი და მოგახსენებთ დასკვნას. რეკომენდაციაში დაფიქსირებულია ობიექტურ კლინიკურ შეფასებასა და უკვე არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით პაციენტი ტოქსიკოლოგიური მიმართულებით დამატებით კვლევებს არ საჭიროებს და კონსილიუმის დასკვნა არის, რომ 2018 წლის 3 ოქტომბერს სისხლში გამოკვლეული ნივთიერებების რაოდენობის შემცველობა არ ადასტურებს არც მწვავე და არც ქრონიკულ ეგზოგენურ ინტოქსიკაციას,“ - განაცხადა გიორგი გოცაძემ.

უცხოელი ექიმების ჩართვა ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის შესაფასებლად მისმა ადვოკატებმა გუშინ გამართულ ბრიფინგზე მოითხოვეს.

დღის ამბები