14 ნოემბერი 2018,   01:21
ვრცლად
"პროკურატურის პასუხი იყო, რომ "ოცნების" ხელისუფლება არ არის იმ ყველაფერში გარეული, რაზეც მირზა საუბრობდა" - გიორგი მშვენიერაძე

არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას თავმჯდომარე, გიორგი მშვენიერაძე, გლდანის ციხეში ჩაწერილ აუდიოჩანაწერებს ეხმაურება, სადაც მთავარი ფიგურანტები ხორავას ქუჩის საქმის გამოძიების ფარგლებში დაკავებული მირზა სუბელიანი და დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე ფიგურირებენ.

მშვენიერაძე პროკურატურის მიერ დღეს გავრცელებულ აუდიოჩანაწერს ეხმაურება, სადაც მირზა სუბელიანი დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძეს ეუბნება, რომ, თუ საჭიროდ ჩათვლის, სხვადასხვა გახმაურებულ საქმესთან დაკავშირებით ტყუილსაც კი იტყვის.

მშვენიერაძის თქმით, პროკურატურამ ამ ჩანაწერის გასაჯაროებით განაცხადა, რომ ქართული ოცნება დამნაშავე არ არის იმ ყველაფერში, რაზეც სუბელიანი პირველ ჩანაწერში საუბრობს.

„ფაქტია, რომ სანდოობით თუკი ვსაუბრობთ ამ ორი ჩანაწერიდან, სანდო არის ის საათნახევრიანი ჩანაწერი, რომელსაც მოვუსმინე იმიტომ, რომ ბევრად ლოგიკური და ბუნებრივია იქ საუბარი. მაგრამ კითხვას რომ დავუბრუნდეთ, პროკურატურა რატომ ავრცელებს ამ ჩანაწერს, მესამე ჩანაწერს რატომ არ ავრცელებს, მაგალითად, ან საერთოდ რატომ არ ამბობს, რომ მე მაქვს სამი ჩანაწერი, რომლითაც ყველაფერს ვსწავლობ, რაც ამ ჩანაწერებშია, არა... რა დავინახეთ ამ ჩანაწერით, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება არ არის იმ ყველაფერში გარეული, რაზეც ბატონი მირზა პირველ ჩანაწერში საუბრობდა, ეს იყო პროკურატურის პასუხი,“ - განაცხადა მშვენიერაძემ.

მშვენიერაძე ასევე ეხმაურება დეპუტატ ჯაფარიძის ციხეში კვირა დღეს შესვლაზე პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ გაცემულ ნებართვას. 

"ის აკეთებს იმას, რომ ცდილობს, თავი დაახსნევინოს ბატონ ჯაფარიძეს ან ბატონ სუბელიანს საკუთარი ქცევით... ეს არის ჩვენი სახელმწიფოს პრობლემა, რომ პარლამენტის თავმჯდომარე რიგითი დეპუტატის ან გენინსპექციის ყოფილი უფროსის, როგორც ჩინოვნიკის, გადასარჩენად ერთვება მათ დანაშაულებრივ სქემაში," - განაცხადა მშვენიერაძემ. 

დღის ამბები