26 აპრილი 2024,   10:30
ვრცლად
ავღანეთში საპარლამენტო არჩევნები თავდასხმების ფონზე მიმდინარეობს

ავღანეთში საპარლამენტო არჩევნები თავდასხმების ფონზე მიმდინარეობს. მაღალჩინოსნების ინფორმაციით, ტერორისტებმა საარჩევნო უბნებზე მიიტანეს იერიში.

აფეთქებების სერიის შედეგად, სულ მცირე, 15 ადამიანია დაღუპული, დაშავებულთა რიცხვი კი 100-ს აჭარბებს.

არჩევნები 32 პროვინციაში იმართება. გამონაკლისი ყანდაარის პროვინციაა, სადაც პროცესი უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, ხელისუფლებამ ერთი კვირით გადადო. მიზეზი დეპუტატობის კანდიდატებზე გახშირებული თავდასხმები და პოლიციის უფროსის მკვლელობა გახდა.

დაჯგუფება თალიბანი არჩევნებს "დასავლეთის მიერ მართულ პროცესს" უწოდებს და მოსახლეობას ბოიკოტისკენ მოუწოდებს. ხმის მიცემის პროცესის ჩაშლის მიზნით, თალიბები ტერაქტების მოწყობით დაიმუქრნენ.

დღის ამბები