26 აპრილი 2024,   10:21
ვრცლად
ენმ-ს, თქვენს ტელევიზიას, უფლება არ გაქვთ ისაუბროთ ომზე, იმიტომ, რომ თქვენ იყავით ერთ-ერთი მთავარი მონაწილე იმის, რომ ჩვენ დავკარგეთ ტერიტორიები - კალაძე "რუსთავი2"-ს

რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ საქართველოს საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის ომთან დაკავშირებით გამოთქმული მოსაზრებების ჰააგის სასამართლოში წარდგენას, "ქართული ოცნების" ლიდერები ეხმაურებიან.  „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე კი 2008 წელს ომის დაწყებაში კვლავ "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებას ადანაშაულებს. კალაძე ამბობს, რომ ოპოზიციას აგვისტოს ომზე საუბრის მორალური უფლება არ აქვს.

„რა განცხადებებზე საუბრობთ, ქმედებებია წინა ხელისუფლების დროს განხორციელებული და ტერიტორიები გვაქვს დაკარგული. „ნაციონალურ მოძრაობას“, თქვენს ტელევიზიას, თქვენს ხელმძღვანელებს არანაირი მორალური უფლება არ გაქვთ ისაუბროთ ომზე, იმიტომ, რომ თქვენ იყავით ერთ-ერთი მთავარი მონაწილე იმის, რომ ჩვენ დავკარგეთ ტერიტორიები, დავკარგეთ უამრავი ადამიანის სიცოცხლე,“ - განაცხადა კახა კალაძემ.

რუსეთის მიერ ჰააგის სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებები, რომელშიც სალომე ზურაბიშვილის ციტატებიცაა, „ევროპულმა საქართველომ“ გაასაჯაროვა.

რუსეთს ჰააგის ტრიბუნალში მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის მოსაზრებები და ციტატები მისივე წიგნიდან აქვს გამოყენებული. 

უმცირესობის თქმით, დოკუმენტი ადასტურებს რამდენად საშიშია ზურაბიშვილის რუსული რიტორიკა ქვეყნისთვის.

დღის ამბები