28 აპრილი 2024,   09:11
ვრცლად
"კანონიერ ქურდებსაც კი რაღაც წესები აქვთ და ამათ წესებიც აღარ აქვთ" - გრიგოლ ვაშაძე "ომეგას" საქმის ახალ ჩანაწერებს ეხმაურება

ხელისუფლება ქვეყანას 90-იანი წლების მეთოდებით მართავს - ასეთია გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“-ს საპრეზიდენტო კანდიდატის შეფასება, ე.წ. „ომეგას“ საქმეზე გავრცელებულ ახალა ჩანაწერებთან დაკავშირებით.

გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, ქვეყანას მართავს შეიარაღებული ბანდფორმირება, რომელიც არჩევნების გზით უნდა შეიცვალოს.

„აღშფოთებული არის ხალხი იმ ფირების  ყურებით რაც "რუსთავი 2"- ზე და სხვა  ტელეარხებზე გადის. ეს არის აღმაშფოთებელი, ამაზრზენი და გულის ამრევი. ჩვენს ქვეყანას მართავს „ქურდული ოცნება“. კანონიერ ქურდებსაც რაღაც წესები აქვთ და ამათ წესებიც აღარ აქვთ არანაირი. ეს არც მაფია არის, ეს არის რაღაცა უკანონო შეიარაღებული ბანდფორმირება, რომელიც მორალის,  კონსტიტუციის, კანონის  და ჩვენი პოლიტიკური სისტემის იქით არის გასული ისე რომ მათი  მობრუნება შეუძლებელია,“-განაცხადა გრიგოლ ვაშაძე.

კურიერს წყარომ 2 ვიდეო ჩანაწერი მიაწოდა. ორივე მათგანში სპორტის ყოფილი მინისტრი ზაზა ოქუაშვილს და ომეგას სხვა მენეჯერებს ესაუბრება. პირველ ჩანაწერში ლევან ყიფიანი სარდაფის ინციდენტს იხსენებს და დეტალურად ჰყვება როგორ დაიწყო ფიზიკური დაპირისპირება მასსა და ფარცხალაძეს შორის, რომელიც მოგვიანებით უკვე მის მიმართ მუქარითა და ძალადობით დასრულდა. როგორც ჩანაწერიდან ირკვევა, კონფლიქტის გარჩევა თავის თავზე ბიძინა ივანიშვილმა აიღო. მეორე ჩანაწერიდან კი ირკვევა, რომ ფარცხალაძე-ყიფიანის კონფლიქტის მოგვარებაში ივანიშვილთან ერთად სხვა გავლენიანი პირებიც იყვნენ ჩართული. კერძოდ შერიგების მოლაპარაკებებში უშუალოდ მონაწილეობდნენ მაშინდელი ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარია, რომელიც დღეს შინაგან საქმეთა მინისტრია, ასევე დავით მაღრაძე და ბიზნესმენი გიორგი რამიშვილი, იგივე ზარალა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები