28 აპრილი 2024,   00:56
ვრცლად
დენის ტარიფის მატება - „ლეიბორისტული“ პარტიის სარჩელის განხილვა 11 დეკემბრისთვის გადაიდო

საქალაქო სასამართლოში „ლეიბორისტული“ პარტიის სარჩელის განხილვა 11 დეკემბრისთვის გადაიდო. სარჩელი 2017 წელს დენის ტარიფის გაზრდას უკავშირდება.

დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარის მიერ დაყენებული იქნა შუამდგომლობა, რომ საქმეში ჩაერთვნენ ექსპერტები, რომლებიც იმსჯელებენ უნდა გაიზარდოს თუ არა დენის ტარიფი.

მოსამართლის მიერ დაკმაყოფილებულ იქნა დაცვის მხარის შუამდგომლობა.

ტარიფის ზრდასთან დაკავშირებით2 წლის წინ სემეკის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, "ლეიბორისტული" პარტიის წარმომადგენლები უკანონოდ მიიჩნევენ.

„მოსამართლემ დააკმაყოფილა ჩვენი მოთხოვნა, საქმეში  იქნებიან ჩართული ექსპერტები და სპეციალისტები. უკვე დასახელებულია ორი სპეციალისტი ერთი იქნება სემეკის მხრიდან მეორე შალვა ნათელაშვილის მხრიდან და ეს ექსპერტები სასამართლოს წინაშე პასუხს გასცემენ აუცილებელ და მნიშვნელოვან შეკითხვებს,“-განაცხადა ადვოკატ, მარინე ცუცქირიძემ.

"ლეიბორისტული" პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი, შალვა ნათელაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, მოსახლეობას ჰპირდება, რომ დენის ტარიფი არ მოიმატებს. 

„კიდევ ერთხელ ვუცხადებ ჩემს ერს, ჩემი გაპრეზიდენტების შემდეგ ვერავინ ვერასოდეს გაბედავს დენზე ფასის მომატებას. ჩვენ არასოდეს აღარ გავიღვიძებთ, ამ გაძვირების ატმოსფეროში და დაიწყება პროგრესული შემცირება დენის ტარიფისა სამ-ხუთ თეთრამდე,“-განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

დღის ამბები