26 აპრილი 2024,   10:54
ვრცლად
დაგვიდო გეგმა, რომ აპირებს გაუსწორდეს მედიის და არასამთავრობოების ნაწილს- ნინო ჯანგირაშვილი ივანიშვილის განცხადებას ეხმაურება

დაგვიდო გეგმა, რომ აპირებს გაუსწორდეს მედიის და არასამთავრობოების ნაწილს - ასეთია ტელეკომპანია "კავკასიის" გენერალური დირექტორის შეფასება ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუსთან დაკავშირებით. ნინო ჯანგირაშვილის განცხადებით საზოგადოებამ დროულად უნდა მიიღოს ზომები და მიმართოს საერთაშორისო საზოგადოებას.

„ის გვეუბნება, რომ კრიმინალური ზონდერჯგუფები, როგორიც არის ფარცხალაძე და  ასეთი პერსონები ნორმალური ამბავია და ამასაც უნდა შევეგუოთ. გვეუბნება, რომ არის მხოლოდ მედიის ნაწილი და არასამთავრობოების ნაწილი  რომელიც ხელს უშლიან ამ სახელმწიფოს ბედნიერებაში და ისინი რაღაცნაირად უნდა გავაქროთ , მოვთოკოთ. და მან დაგვიდო  გეგმა რას აპირებს შემდეგი ერთი წლის განმავლობაში. ის აპირებს, რომ გაუსწორდეს აი ზუსტად მედიის და არასამთავრობოების ამ ნაწილს . ყველა ადამიანმა ვისაც ამ ქვეყანაზე, დემოკრატიაზე გული შეგტკივა, სასწრაფოდ უნდა მივიღოთ ზომები. ჩვენ უნდა მივმართოთ საერთაშორისო საზოგადოებას დაგვეხმარონ ამ კაცის მოთოკვაში,“-განაცხადა ნინო ჯანგირაშვილმა.

ბიძინა ივანიშვილმა გუშინ ღიად განაცხადა, რომ მისი სურვილია რუსთავი 2 გაითიშოს.  მმართველი პარტიის თავმჯდომარე დამოუკიდებელ ტელეკომპანიას დაემუქრა და 2 საათნახევრიანი ინტერვიუს მთავარი ნაწილი მიუძღვნა. ბიძინა ივანიშვილის თავდასხმის ობიექტი რუსთავი 2, ერთ ინტერვიუში, ზუსტად 65-ჯერ გახდა. ყოფილმა პრემიერმა, კრიტიკული ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკის განეიტრალების, კონკრეტული სქემაც დაასახელა და რუსთავი 2-ზე ზეგავლენის მოსახდენად, სპეციალური პიარ ჯგუფების შექმნა დააანონსა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები