09 მაისი 2024,   10:18
ვრცლად
სარკინიგზო გადაზიდვებში არსებული მონოპოლია და მამაცაშვილის და ფარცხალაძის გავლენები - „ჰაბ ჯორჯია“ კონკრეტულ ფაქტებს გაასაჯაროებს 

სარკინიგზო გადაზიდვებში არსებული მონოპოლია - ის რის შესახებაც სამოქალაქო სექტორი დიდი ხანია საუბრობს დღეს კიდევ ერთხელ კონკრეტული ფაქტებისა და დოკუმენტების მიხედვით გასაჯაროვდება.

ორგანიზაცია „ჰაბ ჯორჯია“ სპეციალურ ბრიფინგზე ადგილობრივ და საერთაშორისო გადამზიდავი კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად ისაუბრებს, რა ხდება ამ სფეროში და რა გავლენებით სარგებლობს მთავრობა ან მასთან დაახლოებული პირები რკინიგზაში.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ რკინიგზის მილიონობით ზარალი დიდწილად დაკავშირებულია ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილთან, უჩა მამაცაშვილთან, რომელიც ამ სფეროს არაფორმალური მმართველია.

მამაცაშვილის გარდა, სამოქალაქო სექტორი ოთარ ფარცხალაძისა და პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის შესახებაც საუბრობს.

ჰაბ ჯორჯია“ არსებული დოკუმენტების საფუძველზე სასამართლო დავას დაიწყებს.

„არაერთი ზარი განხორციელდა ჩვენს მეზობელ სახელმწიფოში, ანუ სომხურ კომპანიასთან. ისინი უკავშირდებოდნენ და პირდაპირ უგზავნიდნენ შეტყობინებებს, რომ  აქ ყველაფერი არის გადანაწილებული, ეს არის გავლენების ქვეშ ეს სფერო და ნუ ცდილობთ სხვა კომპანიებთან დაკავშირებას. ჩვენ ვართ მონოპოლისტები, რომლებიც ვაკონტროლებთ საქართველოს რკინიგზას, ჩვენ გვყავს მფარველები უჩა მამაცაშვილის, ფარცხალაძის სახით. ამ ყველაფერზე იქნება საუბარი და იმედს ვიტოვებთ, რომ ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დაესმება, რაც ხდება საქართველოს რკინიგზაში,“-განაცხადა ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმა ”ჰაბ ჯორჯიას” აღმასრულებელი დირექტორმა ვასო ურუშაძემ.

დღის ამბები