09 მაისი 2024,   08:48
ვრცლად
"გრიგოლ ვაშაძის მხარდასაჭერად" - ოპოზიციამ კონსულტაციები დაიწყო

ოპოზიცია გრიგოლ ვაშაძის მხარდასაჭერად ერთიანდება და კონსულტაციებს იწყებს.

ვინ გაერთიანდება საკოორდინაციო შტაბში და როგორი იქნება პოლიტიკური პარტიების სამოქმედო გეგმა კონსულტაციების შედეგად გაირკვევა. ოპოზიციის ლიდერები მოლაპარაკებებზე ყველა ოპოზიციურ პარტიას ელოდებიან. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ ისინი არჩევნებისას მიღებულ ყველა ხმას დაიცავენ.

„იმისთვის, რომ ჩვენ დავამარცხოთ ივანიშვილი ამისთვის აუცილებელია, რომ გაერთიანდეს ყველა პროდასავლური ოპოზიციური პარტია. ჩვენ ამ გაერთიანებას ჩავუყარეთ საფუძველი, როცა თერთმეტმა პარტიამ წარადგინა გრიგოლ ვაშაძე, როგორც გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი.  

ჩვენი კარი ღია არის ყველა პროდასავლური პარტიისთვის რომელსაც სურს შემოუერთდეს ამ გაერთიანებას,“-აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი.

გაერთიანების აუცილებლობაზე კიდევ ერთხელ საუბრობენ„ ევროპულ საქართველოში“. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჭიაბერაშვილი აცხადებს, რომ მიუხედავად განსხვავებული შეხედულებებისა რიგ საკითხებზე გაერთიანება აუცილებელია.

„ევროპული საქართველო მიუხედავად ჩვენი განსხვავებებისა "ნაციონალურ მოძრაობასთან, ამის მიუხედავად, საჭიროდ თვლის, რომ ეს მუშაობა იყოს კოორდინირებული და ამიტომაც გამოვიდა დავით ბაქრაძე იდეით, რომ შეიქმნას საკოორდინაციო საბჭო,“-აცხადებს ჭიაბერაშვილი.

დღის ამბები