26 აპრილი 2024,   11:02
ვრცლად
"თუ ივანიშვილის ხელში აღმოჩნდება ყველა თანამდებობა და ყველაფერი, მაშინ ახალი 7 ნოემბერი იქნება, შეიძლება უფრო სასტიკიც" - ბერძენიშვილი

2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენების მონაწილეები ფიქრობენ, რომ 11 წლის წინ რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენები, ბოლომდე გამოძიებული არ არის.  

„რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი თვლის, რომ მთავარი კითხვა, რომელსაც პასუხი უნდა გაეცეს, 7 ნოემბრის მოვლენებთან ბიძინა ივანიშვილის კავშირია. ლევან ბერძენიშვილი ამბობს, რომ ხელისუფლებას არ ჰქონია სურვილი 2007 წლის ნოემბრის მოვლენები გამოეძიებინა, რადგან ყველამ იცის ვინ სად იდგა და ვინ ვის აფინანსებდა.

"7 ნოემბერი ბოლომდე არ გამოიძია და არ გამოარკვია "ქართულმა ოცნებამ" იმ უბრალო მიზეზის გამო, მან გადასარევად იცის, ვინ სად იყო მაგ დროს, ვინ ვის უჭერდა მხარს და ვინ ვის აფინანსებდა. თუ ვინმეს ჰგონია, მე დამავიწყდა ბიძინა ივანიშვილის ნათქვამი, რომ მე გადავუხადე იმას იმდენი, ამას ამდენი...

"მე მაგალითად, ჩემი გამოსვლა, რომ არ აპატიეს ქართველი ხალხი ამას - არ დამავიწყდა, მაგრამ მივხვდი არჩევნების შედეგებით, 600 ათასი ხმით, რომ ქართველმა ხალხმა 11 წლის შემდეგ თქვა, ვაპატიე იმ მოტივით, რომ არ მინდა განმეორდეს, იმიტომ, რომ დღეს თუ ბიძინა ივანიშვილის ხელში აღმოჩნდება ყველა თანამდებობა და ყველაფერი, მაშინ ახალი 7 ნოემბერი იქნება, შეიძლება უფრო სასტიკიც,"-ამბობს ბერძენიშვილი.

დღის ამბები