26 აპრილი 2024,   09:52
ვრცლად
ლანჩხუთში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო სამუშაოები პოლიტიკური სიმპათიების მიხედვით ტარდება

ლანჩხუთში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო სამუშაოები პოლიტიკური სიმპათიების მიხედვით ტარდება.

ადგილობრივები კურიერთან საუბარში ყვებიან, რომ მათ რამდენიმე თვის წინ სოფელში მომხდარმა სტიქიამ დიდი ზარალი მიაყენა, მოვარდნილმა ღვარცოფმა მწყობრიდან გამოიყვანა საცხოვრებელი ეზო და ღობე, თუმცა ხელისუფლება არ ეხმარება.

ლანჩხუთის სოფელ ღრმაღელეში მცხოვრები ნოდარ კვარაცხელია დარწმუნებულია, რომ ეს მისი გრიგოლ ვაშაძის მხარდაჭერის გამო ხდება.

კვარაცხელია ამბობს, რომ ის გამონაკლისი არ არის და სალიკვიდაციო სამუშაოებს, რომელსაც ხელისუფლება ახორციელებს, პოლიტიკური ნიშნით მიმდინარეობს.

ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს სოფელ ორმეთის მკვიდრი, ნუკრი შენგელია.

მისი განცხადებით, სოფელ ორმეთის ერთ-ერთ უბანში, სადაც 10 ოჯახი ცხოვრობს, ბოლო 6 წელია, არაფერი არ გაკეთებულა.

ხელისუფლება არც სტიქიის შედეგად დაზიანებული გადასასვლელი საცალფეხო ხიდისა და მილხიდის შეკეთებას აპირებს. როგორც უბნის მაცხოვრებლებმა გაარკვიეს ამის მიზეზად ადგილობრივ მერიაში უბანში ნაციონალების სიმრავლეს ასახელებენ.

დღის ამბები