14 ნოემბერი 2018,   22:42
ვრცლად
აქცია პარლამენტის წინ - რუსთაველზე შსს-ს დამატებითი რაზმებია მობილიზებული

აქცია პარლამენტის წინ - შსს-ს დამატებითი რაზმებია მობილიზებული რუსთაველთან. სამართალდამცავების დამატებითი რაოდენობის მობილიზება მოქალაქეებთან დაპირისპირების შემდეგ მოხდა.  

დღეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა პარლამენტის წინ შვილმოკლული მამებისთვის სოლიდარობის გამოცხადების მიზნით კარვები მიიტანეს.

სამართალდამცავებმა მესამე სექტორის წარმომადგენლებს კარვების გაშლის საშუალება არ მისცეს და კარვების ნაწილი წაართვეს, რასაც მოჰყვა დაპირისპირება.

აქციის მონაწილეებმა რამდენიმე კარავის გაშლა მოახერხეს. 

დღის ამბები