11 დეკემბერი 2018,   23:15
ვრცლად
საქართველოს შესახებ ანგარიში - ევროპარლამენტში რამდენიმე საათში დებატები დაიწყება

ევროპარლამენტში რამდენიმე საათში დებატები დაიწყება, სადაც მთავარი განსახილველი საკითხი საქართველოს შესახებ მომზადებული ანგარიში იქნება, სადაც საუბარია, თუ როგორ ასრულებს ჩვენი ქვეყანა ასოცირების ხელშეკრულებას.

დოკუმენტში არაერთი შენიშვნა მოცემული, მათ შორის, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის, გატაცება, ვანო მერაბიშვილის საქმე, რუსთავი2-ის საქმე, საქართველოს რეგიონების ოკუპაცია რუსეთის მიერ.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში გამოვლენილი ძალადობისა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შემთხვევები.

დებატების შედეგად გაირკვევა, რომელი შენიშვნები დარჩება საბოლოო ანგარიშში, რომელიც ევროპარლამენტმა უკვე ხვალინდელ სხდომაზე უნდა დაამტკიცოს.  

„ახლა უკვე გვაქვს ტექსტი, რომელიც საერთო ჯამში დაბალანსებულია, რადგან როცა ჩვენ კრიტიკულ საკითხებს ვხედავთ, ამას ყოველთვის ვუსვამთ ხაზს, თუ ვხედათ პოზიტიურ შედეგებს და ასეთი საქართველოს რეფორმირების პროცესში ბევრი აქვს, ამასაც აღვნიშნავთ. ტექსტში საუბარია ადამიანის უფლებებზე, შრომის პირობებზე და უსაფრთხოებაზე, მედიაგარემოზე და რუსთავი2-ის საქმეზე. თუმცა, თუ შევადარებთ მეზობელ სახელწმიფოებს, საქართველოში მედიაგარემო თქვენთან მაინც უფრო თავისუფალია.

"ჩვენ გვაქვს შესწორება, რომელიც არჩვენების პირველ ტურს ეხება. გულწრფელად რომ გითხრათ, მე არ მომწონს ეს, რადგან ამ ჩანაწერით საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ, ჩვენ ევროპარლამენტარები ვაჩვენებთ სურვილს, რომ გავლენა მოვახდინოთ საქართველოს შიდა პროცესზე, რაც ჩვენს ღირებულებებს ეწინააღმდეგება, ამიტომ ცოტათი კრიტიკულად ვიყავი განწყობილი, თუმცა, საბოლო ჯამში სოციალ-დემოკრატების ჯგუფში მივედით კომპრომისამდე და მე დავთანხმდი ამას. ვფიქრობთ, რომ ეს შესწორება შევა საბოლოო ტექსტში,“ - განაცხადა ევროპარლამენტის დეპუტატმა ლატვიიდან, ანდრეს მამიკინსმა.

ევროპარლამენტარების ნაწილი ამბობს, რომ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეოერ ტურის წინ პოლარიზებული გარემოა შექმნილი. 

„მე ვიცი, რომ ახლა საქართველოში მეორე ტურის წინ პოლარიზებული ატმოსფეროა, რაც არ არ არის ჯანსაღი. ბევრი შეურაცხყოფა ისმის, განსაკუთრებით შემაშფოთა შეურაცხყოფამ, რომელიც მიმართული იყო ქალი კანდიდატის წინააღმდეგ. პოლიტიკური კრიტიკა დასაშვებია, მაგარმ არა ისეთი, როგორიც ექსტრემალურ მემარჯვენე ჯგუფებს ახასიათებთ ევროპაში. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ მეორე ტურისთვის შეიქმნას ისეთი გარემო, სადაც ამომრჩეველს შეეძლება, თავისუფალი არჩევანი მშვიდ ვითარებაში გააკეთოს. ჩემთვის ასევე მნიშნველოვანია სხვა საკითხები, რომელშიც ამ ანგარიშში იქნება საუბარი, მათ შორის შავი ზღვის უნივერსიტეტის საკითხი,“- განაცხადა ევროპარლამენტის დეპუტატმა პორტუგალიიდან, ანა გომეშმა.

დებატებისთვის სტრასბურგში საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ჩავიდნენ. საკანონმდებლო ორგანის ვიცესპიკერი, თამარ ჩუგოშვილი და ევროპასთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა, დებატების დაწყების წინ ევროპელ კოლეგებს პირისპირ ხვდებიან.

 

დღის ამბები