28 აპრილი 2024,   00:47
ვრცლად
"თქვენი განცხადება, რომ ლარის კურსის ვარდნა არის ოპოზიციის სიბინძურის ბრალი, აგერიათ და „ოცნება უნდა გეთქვათ” - გიგა ბოკერია ფინანსთა მინისტრს

ეროვნული ვალუტის გაუფასურება და მმართველი გუნდის მიერ გაკეთებული განცხადებები - ერთ-ერთი მთავარი კითხვა, რომელიც საპარლამენტო უმცირესობას ფინანსთა მინისტრთან ჰქონდა, ლარის კურსს ეხებოდა. ოპოზიცია დაინტერესდა, იზიარებს თუ არა მინისტრი ლარის კურსთან დაკავშირებით მმართველი გუნდის პოზიციას.  

„თქვენ მოისმინეთ თუ არა, ტელევიზორს თუ რთავთ, თქვენი პოლიტიკური თანაგუნდელების, აი, აქ რომ სხედან, ნაწილის განცხადებები, რომ ოპოზიცია თუ მოიგებს, იქნება სამოქალაქო ომიო და მერე სხვების განცხადებები, დღესაც ვრცელდება, რომ ოპოზიცია თუ წააგებს, ოპოზიცია მოაწყობს არეულობასო. ერთი პასუხი გამეცით, არის თუ არა ეს უპასუხისმგებლო, მავნებლური და საზიანო განცხადებები და, თუ ამაში მეთანხმებით და უნდა დამეთანხმოთ, რომ ეს არის მავნებლობა და უპასუხისმგებლობა, აი, ეს თქვენი განცხადება, რომ ლარის კურსის ვარდნა არის ოპოზიციის სიბინძურის და რიტორიკის ბრალი, აქ აგერიათ და ქართული ოცნება უნდა გეთქვათ? ივანიშვილის გუნდს გუხლისხმობდით და ოპოზიცია წამოგცდათ?“ - მიმართა გიგა ბოკერიამ ფინანსთა მინისტრს. 

აკაკი ბობოხიძემ კი ფინანსთა მინისტრი და ხელისუფლება ტყუილში დაადანაშაულა.

„20 ლარით ვუმატებთ პენსიას, ოღონდ მე მინდა მაინც, საქართველოს მოსახლეობამ იცოდეს, რომ, თუ დოლარებში გადავიყვანთ, 180 ლარიანი პენსია, მაშინ როცა დოლარის კურსი 2.4 იყო. უფრო მეტი იყო, ვიდრე დღევანდელი კურსით იქნება 200-ლარიანი პენსია, ანუ ქართველ ხალხს მინდა ვუთხრა, რომ პენსიას კი არ გიმატებენ, შესაბამისად აფუჭებენ დოლართან მიმართებაში ლარს, რომ ნაკლები დოლარით მოუწიოთ თქვენი გასტუმრება,“ -განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.  

დღის ამბები