15 დეკემბერი 2018,   07:22
ვრცლად
"არა სალომე ზურაბიშვილს!" - ყოფილი სამხედროებისთვის კანდიდატისთვის ხმის მიცემა სამშობლოს ღალატის ტოლფასია

"არა სალომე ზურაბიშვილს!" - ქართული ოცნების რჩეული საპრეზიდენტო კანდიდატის წინააღმდეგ კამპანია სულ უფრო მაშტაბური ხდება. ყოფილი სამხედროებისთვის სალომე ზურაბიშვილისთვის ხმის მიცემა სამშობლოს ღალატის ტოლფასია.

ყოფილი ძალოვანები და სამხედროებ, რომლებიც სოციალურ ქსელში დაწყებულ კამპანიაში გაერთიანდნენ, ამბობენ, რომ ქვეყნის სირცხვილი იქნება, თუ ჯარს იმ მთავარსარდლის ბრძანების შესრულება მოუწევს, რომელიც საკუთარ ქვეყანას ომის დაწყებაში ადანაშაულებს.

ის, ვინც ყველა ომი და ყველა ბრძოლა გამოიარა, სალომე ზურაბიშვილის განცხადებებით დღეს ყველაზე მეტად შეურაცხყოფილია.

საქართველოს სამხედრო დაზვერვის ყოფილი ხელმღვანელი ამბობს, რომ ის მავნებლური განცხადებები, რომელსაც ქართული ოცნების ლიდერები აკეთებენ, რუსულ ინტერესებს ემსახურება.

სალომე ზურაბიშვილი, რომელის გუშინ ამტკიცებდა, რომ მას ჯარისკაცები ემუქრებიან, მის წინააღმდეგ დაწყებულ ახალ კამპანიას არ გამოხმაურებია. პრეზიდენტობის კანდიდატი დღეს მედიასთან გამოჩნდა, თუმცა, განცხადება აღარ გაუკეთებია.

ამავე თემაზე
დღის ამბები