26 აპრილი 2024,   09:52
ვრცლად
პარლამენტის წაღების შემდეგ ხელისუფლებისთვის ქუთაისი პრიორიტეტი აღარ არის - ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „ენმ-ის“ თავმჯდომარე

ქუთაისის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტს ადგილობრივი ოპოზიცია აკრიტიკებს. ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის შეფასებით, მომავალ წელს ქალაქის ბიუჯეტი 10 მილონი ლარით ნაკლები იქნება.

გიგა შუშანია ქუთაისის მერიას ადგილობრივების დაცინვაში ადანაშაულებს.

"საკრებულოში შემოსული პროექტის თანახმად 2019 წლის ბიუჯეტი 49 მილიონი ლარითაა განსაზღვრული. თანხის 50% 24,5 მილიონი ლარი ხელფასებში გაიხარჯება. კვება და საჩუქრები მერიას 180 ათასი ლარი დაუჯდება, ეს თანხები 2018 წელთან შედარებით გაზრდილია. ხოლო გზებისთვის 2 მილიონი ლარი დაიხარჯება, რაც მიმდინარე წელთან  შედარებით 8 მილიონი ლარით ნაკლებია. ეს იმას ნიშნავს, რომ პარლამენტის წაღების შემდეგ ხელისუფლებისთვის ქუთაისი პრიორიტეტი აღარ არის,"- განაცხადა შუშანიამ.

ოპოზიციის წარმომადგენლის ბრალდებები ქუთაისის მუნიციპალიტეტის საფინანსო პოლიტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის უფროსმა, დავით ნიშნიანიძემ არ დაადასტურა.  

„არ ვიცი, საიდან მოიტანა ბატონმა გიგამ ეს ციფრები. ზოგადად. ძალიან მარტივია წაიკითხო ბიუჯეტი, მით უმეტეს, საკრებულოს წევრისგან ეს არ უნდა წარმოადგენდეს პრობლემას,“- განაცხადა დავით ნიშნიანიძემ.

დღის ამბები